Monday, May 16, 2011




პროექტის   სახელწოდება: „ მცენარეთა   ვეგეტატიური  გამრავლება.“
პროექტის   მთავარი  იდეა:  მოიძიონ  ინფორმაცია  ყველაზე  პოპულარული  ოთახის   მცენარეების  შესახებ,  გაამრავლონ   ისინი  და  მოაწყონ  აუქციონი.
პროექტის  აქტუალობა:  მცენარეთა  ვეგეტატიურ  გამრავლებაზე   მიღებული   თეორიული  ცო
დნის   პრაქტიკულად   განხორციელება.
პროექტის  მიზნები:  კვლევის,  თანამშრომლობის  და  ნამუშევრის   წარდგენის  უნარ–ჩვევების  განვითარება.
მონაწილეთა  ასაკი:   მე–8  კლასის   მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა:  2თვე.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  რამდენიმე  ქოთანი  ოთახის  მცენარეებისა,  ფოტოალბომი.
პროექტისათვის  საჭირო  რესურსები:  ენციკლოპედია,  ბოტანიკის  სახელმძღვანელო,გასამრავლებელ  მცენარეთა  ღეროს  3–4  ფოთლიანი  კალმები, ქოთნები, სილა,  ნოყიერი  ნიადაგი,  დანები, მინის  ქილები,  ფოტოაპარატი,  კომპიუტერი.
        პროექტის   მსვლელობა  (ძირითადი   აქტივობები)
1)      მოსწავლეთა  მიერ  ყველაზე  პოპულარული  ოთახის   მცენარეების   გარკვევა   ენციკლოპედიისა  და  ინტერნეტის  საშუალებით.
2)     განსაზღვრონ,  როგორ  გაამრავლებენ  შერჩეულ  მცენარეებს.
3)     შეადგინონ  საჭირო  რესურსების  ნუსხა.
4)     განსაზღვრონ,  დაახლოებით  რა  დრო  დასჭირდებათ  მცენარეთა  გასამრავლებლად.
5)     ფუნქციების  განაწილება.
6)     მცენარეების  გარკვეული  რაოდენობის    შეგროვების  შემდეგ  დაგეგმონ  და  მოაწყონ  აუქციონი.
7)     განსაზღვრონ,  რისთვის  გამოიყენებენ   აუქციონიდან  შემუსულ  თანხას.
ბოლოს  ჯგუფი  ამზადებს  პროექტის  მიმდინარეობისა  და  მიღებული  შედეგების  ამსახველ  პრეზენტაციას  შეთანხმებულ  დროს.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
შედეგი:მოსწავლე  იკვლევს  ორგანიზმების  განვითარების  თავისებურებებს.
ინდიკატორი:  მოყავს  მაგალითები  და  ადარებს  ერთმანეთს   გამრავლების  ფორმებს,  მსჯელობს  მათ  შორის   განსხვავებაზე.
პროექტის  ხელ–ლი:  ლამარა  გაგუა.
ხელ–ლის  ელ.ფოსტა: l.gagua2011@hotmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი: lgagua2011.blogspot.com